საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“
20-21 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“. კონფერენცია შავი ზღვის ლიტერატურისა და კულტურის მკვლევართა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ქსელის მორიგი ღონისძიებაა. კონფერენციის თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი. პირველი საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული […]