19 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“. ვორკშოპის თემები: ხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა; განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები; უნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია; საუნივერსიტეტო […]