13 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ვებინერების ციკლის მეოთხე შეხვედრა თემაზე „დაგეგმვის პრაქტიკა – პროექტების გამოყენება საბავშვო ბაღში“. ისაუბრებენ ირინა შაქარაძე, ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნინო ჯიჯავაძე, ილიას უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი
15 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პანელური დისკუსია „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“. პანელის მონაწილეები დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობენ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების შეფასებას, გაიმართება დისკუსია გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების თაობაზე, მათ შორის საერთაშორისო კოლაბორაციული პროექტებისა და ცენტრების აუცილებლობაზე. მოდერატორი – დავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პანელის მონაწილეები: ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო […]