27 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა” ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს – ეს არის ოთხი ამბავი საქართველოდან, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნებას, თავისუფლებას, თანასწორობას, დემოკრატიას. ღონისძიებას გახსნიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე და საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, […]
27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. დანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი […]
29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე. ფილმი ეხება სუდანში, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან […]