22 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ თურქული წარმოშობის ქალზე, რომელიც იძულებით გაათხოვეს, ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. მისგან მომდინარე საფრთხისა და ძალადობისგან თავის […]