19 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“. ვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ: ინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა; საკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში; მომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად; […]