17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნათია საზანდრიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ამოზნექილ სიმრავლეთა სისტემისათვის გეომეტრიული ექსტრემალური ამოცანების ტოპოლოგიური გამოკვლევა“. ნაშრომში განხილულია ოპტიმალური მაკავშირებელი ციკლები კონცენტრული წრეწირებისთვის. არათანამკვეთი წრეწირების შემთხვევისთვის შესწავლილია მინიმალური მაკავშირებელი ციკლის ამოცანა და მორსის თეორია პერიმეტრის ფუნქციისთვის. მსგავსი პრობლემები […]