27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მოწვევით სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მარია ტრიფონოვა წაიკითხავს ლექციას „გარემოს გათვალისწინება ეკონომიკურ ანალიზში: ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის გაკვეთილები”. მომხსენებელი ისაუბრებს ნახშირბადის ფასების მექანიზმის სირთულეებსა და ამ კუთხით ევროკავშირის გამოცდილებასა და გაკვეთილებზე, განიხილავს ნახშირბადის ფასის დადგენის ფუნდამენტურ საკითხებს, […]
27 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. მომხსენებლები: თამარ თათეშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი. 2023, პოლონეთი – WSB University, Erasmus-ის პროგრამა 2024, ქლივლენდი, მისისიპი – Delta State University, Ugrad-ის პროგრამა ანა ქათამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე […]
28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“. განიხილავს კვანტური კომპიუტერის კომპონენტების ერთ-ერთი შესაძლო ფიზიკურ- რეალიზაციას. 17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული […]