24 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი მერაბ სვანაძე გამართავს სემინარს „გარემოში სითბოს გავრცელების კანონების შესახებ“. მომხსენებელი მიმოიხილავს გარემოში სითბოს გავრცელების კანონებს, კერძოდ, გააანალიზებს ფურიეს კლასიკური კანონიდან (1822) დაწყებული დღემდე არსებულ განზოგადებულ კანონებს, ამასთან ამ კანონებზე დაფუძნებულ თერმოდრეკადობის კლასიკურ და განზოგადებულ თეორიებსა და ამ თეორიების შედეგებს, დასასრულს განიხილავს პერსპექტიული კვლევების ძირითად […]
24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი გიორგი ვეშაპიძე გამართავს საჯარო სემინარს „კვანტური გამოთვლები ცივი ატომებით ოპტიკური პინცეტების ორგანზომილებიან მესერში“. კვანტური გამოთვლები ოპტიკური პინცეტების (Optical Tweezers) ორგანზომილებიან (რამდენიმემიკრონიანი პერიოდის მქონე) მესერში ჩაჭერილ ულტრაცივ გაზის ატომებზე წარმოადგენს კვანტური კომპიუტერის რეალიზების ახალ, სწრაფად განვითარებადსა და პერსპექტიულ მიმართულებას. კვანტური კომპიუტერის ამ რეალიზაციაში ქუბიტის როლს […]