Falling Walls Lab Georgia 2025 − საინფორმაციო შეხვედრა

31 მაისს თბილისში გაიმართება ადგილობრივი კონკურსი, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს − ქართველ და საერთაშორისო ტალანტებს − თავიანთი ინოვაციური იდეების წარმოჩენის შესაძლებლობას. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Falling Walls Science Summit-ზე […]

კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა

25 აპრილს, 17:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. საქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული […]

ისტორიის დოქტორ თეა ქართველიშვილის მოხსენება „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“

25 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას […]

დისკუსია „სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები“

25 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე […]