BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T170000
DTSTAMP:20260418T182354
CREATED:20250423T065116Z
LAST-MODIFIED:20250506T082704Z
UID:10005715-1745593200-1745600400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Falling Walls Lab Georgia 2025 − საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:31 მაისს თბილისში გაიმართება ადგილობრივი კონკურსი\, რომელიც შესთავაზებს სტუდენტებსა და დოქტორანტებს − ქართველ და საერთაშორისო ტალანტებს − თავიანთი ინოვაციური იდეების წარმოჩენის შესაძლებლობას. გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლობალურ Falling Walls Science Summit-ზე ბერლინში. \nეს პლატფორმა  კონკურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას\, გაუზიარონ მსმენელს საკუთარი იდეები ბერლინის საერთაშორისო სცენაზე\, ისწავლონ\, როგორ შექმნან 3-წუთიანი მომგებიანი შეთავაზება\, დაუკავშირდნენ წამყვან მეცნიერებს\, მეწარმეებსა და მოაზროვნეებს. \nკონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://falling-walls.com/falling-walls-lab-georgia-0 \nრეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 12 მაისი \n25 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება Falling Walls Lab Georgia 2025-ის საინფორმაციო შეხვედრა\, რომელზეც მსმენელი მიიღებს ინფორმაციას კონკურსის\, განაცხადის პროცესის\, დაშვების კრიტერიუმებისა და მონაწილეობის უპირატესობათა შესახებ. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა \nhttps://fb.me/e/4TtJxQqBH \nკონტაქტი: anika.freese@daad-lektorat.de \nსამუშაო ენა: ქართული – ინგლისური \nდრო: 25 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\,  გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-04-2025-informationmeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/falling-walls_web_new2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T183000
DTSTAMP:20260418T182354
CREATED:20250414T085819Z
LAST-MODIFIED:20250414T085846Z
UID:10005703-1745602200-1745605800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევითი პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა
DESCRIPTION:25 აპრილს\, 17:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროექტის „მოდერნულობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში: იმპერიისა და პერიფერიის თანაკვეთაზე“ წარდგენა. \nსაქართველოში მოდერნიზაციის შესწავლისას ეს კვლევა ყურადღებას ამახვილებს ცარისტული მმართველობის პირობებში განხორციელებულ მოდერნიზაციის იმპერიულ პროექტებსა და მათ გამოძახილზე 1918-1921 წლების დამოუკიდებლობის თუ ადრეულ საბჭოთა პერიოდში. მოდერნიზაციას პროექტი განიხილავს არა როგორც სწორხაზოვან პროცესს\, ცალმხრივი ძალაუფლებრივი ურთიერთობებით – სადაც იმპერიის ცენტრი აწესებს გეგმას\, რასაც პერიფერია პასიურად ასრულებს – არამედ წარმოაჩენს პროცესის მრავალმხრივობასა და ინტერესთა ჭიდილს\, რაც ხშირად მოდერნიზაციასთან იმპერიის ცენტრის მიერ დაკავშირებული განზრახვებისგან განსხვავებულ მოულოდნელ შედეგებსაც იძლეოდა. პროექტის სიახლე მისი ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული საფუძვლების წარმოჩენაცაა. დარგობრივად\, მოდერნიზაციის\, როგორც პროცესის\, მრავალმხრივობისა და მატერიალურობის სათანადოდ მოსახელთებლად\, პროექტი არსებითად ინტერდისციპლინური იქნება და გამოიყენებს კულტურის კვლევების\, პოლიტეკონომიისა და ისტორიოგრაფიის თეორიულ და მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს. \nპროექტს უხელმძღვანელებენ და კოორდინაციას გაუწევენ ლუკა ნახუცრიშვილი და ია ერაძე\, ახალგაზრდა მეცნიერთა  სტატუსით  ჩართული იქნებიან თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი. \nპროექტი 2025 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში დაფინანსდა. \nღონისძიების მონაწილეები: ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე და პროექტის თანამშრომლები ლუკა ნახუცრიშვილი\, ია ერაძე\, თამარ ქებურია და გიორგი ჯავახიშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-04-2025-researchroject/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn-khel-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T200000
DTSTAMP:20260418T182354
CREATED:20250422T080010Z
LAST-MODIFIED:20250422T082846Z
UID:10005712-1745604000-1745611200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ისტორიის დოქტორ თეა ქართველიშვილის მოხსენება „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“
DESCRIPTION:25 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი\, ისტორიის დოქტორი თეა ქართველიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ოკუპირებული ტერიტორიების ხელნაწერი მემკვიდრეობა“ (კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტების მიხედვით). \nსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ისტორია დიდწილად პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია. აფხაზეთის ა/რ-ის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას წინ უსწრებდა ფსევდომეცნიერული ისტორიული ნაშრომების ტირაჟირება და პროპაგანდა. ობიექტური რეალობის აღსადგენად არსებითი მნიშვნელობა აქვს ავთენტური წყაროების შესწავლას\, რომელთაგანაც ყველაზე დიდი სანდოობით დოკუმენტური მასალა გამოირჩევა. ისტორიული საბუთები მრავალფეროვანი შინაარსისაა და მოცემული რეგიონების ისტორიას სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს. აღნიშნული მასალა თემატურად დაჯგუფებულია რამდენიმე კატეგორიად: რა შინაარსით გამოიყენებოდა ტერმინი „აფხაზეთი“ და „აფხაზი“\, ოსი მოსახლეობა როდის და რატომ დაფუძნდა ქართლის სამეფოში\, რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ადგილობრივ ფეოდალებსა და სამეფო კართან\, რა ვითარება შეიქმნა რუსეთის გაბატონების შემდეგ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-04-2025-report/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-metsn.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250425T200000
DTSTAMP:20260418T182354
CREATED:20250408T071352Z
LAST-MODIFIED:20250408T071352Z
UID:10005698-1745607600-1745611200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „სან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივები“
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ორგანიზაციის „პრევენცია ცვლილებისთვის“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია\, რომელზეც მომხსენებლები დეტალურად განიხილავენ სან პატრინიანოს მოდელს.  ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სათემო სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირებისა და განსაკუთრებით კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციისთვის\, რომელსაც წარმატებით იყენებენ იტალიაში. \nმომხსენებლები ასევე განიხილავენ საკითხებს: \n\nსან პატრინიანოს მოდელის კონცეფცია და პრაქტიკული გამოცდილება;\nთემაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში;\nკანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის მნიშვნელობა და საჭიროებები;\nსტუდენტებისა და მომავალი პროფესიონალების ჩართულობა − როგორ გავიაზროთ და დავნერგოთ ასეთი მიდგომები ქართულ რეალობაში;\n\nგაიმართება დისკუსია სტუდენტებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. \nღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახდეს რეაბილიტაციის წარმატებული მოდელები\, რათა უკეთ იქნეს გააზრებული მათი დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გზებს\, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თემაზე დაფუძნებული სარეაბილიტაციო მიდგომები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის როგორც ციხის ალტერნატივა\, სოციალური რეინტეგრაციისა და რეციდივის პრევენციისთვის. \nმომხსენებლები: ანტონ (ტატო) ქელბაქიანი\, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“\, ნატალია ცაგარელი\, ორგანიზაცია „პრევენცია ცვლილებისთვის“ \nღონისძიებას აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-04-2025-discussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-samarth.png
END:VEVENT
END:VCALENDAR