პროექტი Sapere Aude – ლევან ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია

17 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, თბილისის ფაბიანური საზოგადოების დამფუძნებელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი, ლევან ლორთქიფანიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „მუშათა მდგომარეობა თანამედროვე საქართველოში: დაპირისპირება შრომასა და კაპიტალს შორის (პრეცედენტები და შედეგები)“. დასწრება თავისუფალია.