26 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ტექმეწარმეობისა და ინოვაციის განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“.
სპეციალურად მოწვეული მომხსენებელია დოქტორი ალექს დენობლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის ემერიტუს-პროფესორი, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი.
პროფესორ დენობლის საქმიანობა მოიცავს მეწარმეობას, კორპორაციულ ინოვაციასა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციას. იგი აშშ-ის მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ასოციაციის (USASBE) ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო საბჭოს (ICSB) მოქმედი მმართველი წევრია. მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სტარტაპებთან, ისე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით.
შეხვედრის მონაწილეები გაიგებენ, როგორ განავითარონ მეწარმეობრივი უნარები პროფესიული საქმიანობის პარალელურად; მოისმენენ პრაქტიკულ რჩევებს ინტრაპრენერობისა და კარიერული ზრდის შესახებ; შეძლებენ დარგის საერთაშორისო ექსპერტს დაუსვან შეკითხები, მათ შორის, რისკების მართვაზე, მარცხის გამოცდილებასა და მოტივაციაზე.
დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორი Zoomout-ის მენეჯერი, სტარტაპ NEUROPILOT-ის დამფუძნებელი თინი მამუჩაშვილი.
შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/vJWfUHDzaf24nc9e6
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტით: fablab@iliauni.edu.ge.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 26 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025