20-21 მარტს, 10:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „FR-2 1-660 ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია: ახალი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომები საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ცნობარისათვის“ ფარგლებში ჩატარდება ვორკშოპი „ძველი ქართული მწერლობა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში (ტრადიცია, ინოვაცია, ტენდენციები)“.
ვორკშოპის მიზანია სხვადასხვა უნივერსიტეტში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების პროცესში ჩართული პროფესორებისა და დოქტორანტების დისკუსიის ორგანიზება სასწავლო ფორმატში თანამედროვე ინტერ, კროს და ტრანსდისციპლინური მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.
ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ქართული ფილოლოგიის სპეციალობის ის დაინტერესებული მაგისტრანტები, რომლებსაც ძველი ქართული მწერლობის შემსწავლელი პროგრამული საგნები დახურული აქვთ მაღალი შეფასებით – A .
ვორკშოპზე იგეგმება
სამიზნე ჯგუფი:
ფილოლოგიური მიმართულებისა და ფართო პროფილის ჰუმანიტარი სპეციალისტები, აგრეთვე დოქტორანტები და მაგისტრანტები.
ვორკშოპზე მოწვეული სპეციალისტები/მომხსენებლები:
1. ფათი ჰატაიბი, რაბატის მუჰამედ მეხუთის უნივერსიტეტი, მაროკო
2. მზია სურგულაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
3. მაკა ელბაქიძე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
4. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
5. ივანე ამირხანაშვილი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
6. ნესტან სულავა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტი
7. მარიამ ნანობაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. თამთა ფარულავა, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
9. ელენე გოგიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. ალექსანდრე შებორნი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები, რომელთაც 2020-2023 წლის განმავლობაში A შეფასებით დაასრულეს კურსები „ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა (ჰაგიოგრაფია)“ და „ქართული ლიტერატურა XII-XVIII საუკუნეებში.“ ისინი გვესაუბრებიან იმ ძირითად გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა გადალახვაც მოუწიათ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის პროცესში.
პროექტში ჩართული სპეციალისტები:
ფორმატი:
ორდღიანი სასესიო სხდომები – დღეში ორი სესია
დასწრებით და/ან დისტანციურად
ბმული:https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/82027541366
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 და 21 მარტი, 10:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N3
დღის წესრიგი
დღე I
10:30-13:00 სხდომა 1– ძველი ქართული ნარატიული წყაროები:
ა) ქართული ჰაგიოგრაფია – სტერეოტიპი, რეცეფცია, თვითრეფლექსია
ბ) ძველი ქართული მწერლობა, როგორც ისტორიული წყარო და იდენტობის ინდიკატორი
14:00-17:00 სხდომა 2 – ძველი ქართული (საერო)მწერლობის რეალური და გამოგონილი გეოგრაფია
ა) ქართული ლექსი vis-a-vis აღმოსავლური ექსპანსია
ბ) „სულ ორი-სამი ქარგა აქვს ეპოსს“ (დ. წერედიანი)
დღე II
10:30-13:00 სხდომა 3 – „ვეფხისტყაოსანი“ – მარადი ტექსტი, სინთეზური ესთეტიკა, თანამედროვე კონცეფცია.
14:00-17:00 სხდომა 4 – ძველი ქართული მწერლობის სწავლების მეთოდოლოგია და თანამედროვე გამოწვევები.
17:00-17:30 შემაჯამებელი სხდომა:
პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეები შეაჯამებენ გამოთქმულ მოსაზრებებს, ახლებურ კონცეპტუალურ მიდგომებსა და მეთოდოლოგიას, მიმოიხილავენ დოქტორანტების მიერ გამოთქმულ სურვილებსა და დასმულ პრობლემებს.