Loading Events

« All Events

  • This event has passed.

”უსაფრთხო მგზავრობა” – პრეზენტაცია ილიაუნიში

მაისი 10, 2011 / 16:25

11 მაისს, 12:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32) გაიმართება პრეზენტაცია უსაფრთხო მგზავრობის შესახებ. პრეზენტაციის მომზადებაში ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა უსაფრთხო მგზავრობისათვის (Safe Drive)”.  აღნიშნული ორგანიზაცია ინიციატორია 2010 წლის სექტემბერში მიღებული კანონისა -„ღვედების გამოყენება“. პრეზენტაციაზე განხილულ იქნება ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა: ღვედების არგამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ქვეითთა დაუდევრობით გამოწვეული ფატალური შედეგები, ავტოსაგზაო შემთხვევების წლიური სტატისტიკა და სხვა.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება სტუდენტების მიერ მომზადებული სარეკლამო ვიდეო-რგოლები და საუკეთესოები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 10, 2011
Time:
16:25
Event Category:
Event Tags: