Loading Events

« All Events

  • This event has passed.

უახლესი აღმოჩენები ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ

ოქტომბერი 31 / 12:00 - 13:00

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის  „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ.

დამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს.

კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 ოქტომბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

 

Details

Date:
ოქტომბერი 31
Time:
12:00 - 13:00
Event Category: