Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია

ოქტომბერი 2, 2024 / 17:00 - 18:30

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „თბილისის არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლების“ პრეზენტაცია.

ნაშრომი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით (#FR -21-670).

წიგნის ავტორები არიან გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრები – ეთერ ღვინიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), მურმან ქუთელია და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ნარიმანიშვილი.

მასში წარმოდგენილია პროფესორ ცისია კახიანის საარქივო მასალის ნაწილი, რომელიც თბილისის არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს ეხება, ასევე მისი ხელმძღვანელობით კვლევითი ჯგუფის მიერ შესწავლილი წარწერები და მოგვიანებით აღმოჩენილი არაბულენოვანი ძეგლები.

საარქივო მასალები და წარწერები განხილულია ისტორიულ კონტექსტში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 2 ოქტომბერი, 17:00-18:30 საათი

ადგილმდებარეობა: გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ოთახი N201/202

დასწრება თავისუფალია.

 

Details

Date:
ოქტომბერი 2, 2024
Time:
17:00 - 18:30
Event Categories:
,