Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის პრეზენტაცია

ოქტომბერი 8, 2013 / 15:21

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე ილიაუნის წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გიწვევთ წიგნის „სუპერ საპრეზიდენტოდან საპარლამენტომდე:  საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში“ პრეზენტაციაზე.

წიგნი გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კონრად ადენაუერის ფონდთან თანამშრომლობით. წიგნში შესულია შემდეგი ავტორების სტატიები: ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახუშტი მენაბდე, ლევან რამიშვილი, თინათინ ერქვანია, ბაკურ კვაშილავა, დავით ზედელაშვილი. წიგნს წინ უძღვის შესავალი გია ნოდიას და დავით აფრასიძის ავტორობით. პრეზენტაციის დროს საშუალება გექნებათ შეკითხვები დაუსვათ ავტორებს და მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში. შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია მცირე მიღება.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 8, 2013
Time:
15:21
Event Category:
Event Tags: