
8 ნოემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი, ომამდე, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია.
კრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ.
წიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების ამბებსა და ისტორიულ ფაქტებს, ასევე ადამიანთა ფსიქოლოგიურ ტრავმებს, ტრავმასთან გამკლავებისა და გადარჩენის მაგალითებს.
ზეპირი ისტორიები შეგროვდა და გამოიცა პროექტის „SOLATIUM-ი: სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში. მისი მიზანია მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში 2008 წლის ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის, სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.
პროექტი ფინანსდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court) და მასთან არსებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის (Trust Fund for Victims) მხარდაჭერით.
წიგნის პრეზენტაციის თარიღი ემთხვევა სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულს. ამასთან დაკავშირებით შეხვედრის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრესთან გამკლავებისა და მედეგობის მნიშვნელობას.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 ნოემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
დღის განრიგი:
2025