Loading Events

« All Events

  • This event has passed.

წიგნის „La Géorgie à la croisée des cultures – საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“ პრეზენტაცია

სექტემბერი 20, 2024 / 15:00 - 16:00

20 სექტემბერს, 15:00 საათზე (პარიზის დროით), ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში (15, rue La Pérouse) გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures”  („საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე“) პრეზენტაცია.

წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული იმავე დასახელების კონფერენციის შემდეგ, რომელშიც კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მასალები 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures დაიბეჭდა.

ნაშრომი, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას, უხვად არის ილუსტრირებული. გარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის  რუსუდან ფეტვიაშვილს, წიგნშიც მის მიერ შესრულებული „ოთხთავის“ იშვიათი ხელნაწერის რვა და „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანის ერთი ილუსტრაციაა.

გამოცემა საჩუქრად გადაეცემა საქართველოში სხვადასხვა მისიით ჩამოსულ ფრანგულენოვან ხელოვანებს, მეცნიერებს, კულტურის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს, დაეგზავნება ფრანგულენოვანი ქვეყნების ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს.

წიგნის თანაავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო ჯავახიშვილი, მანანა ჯავახიშვილი, გიორგი სანიკიძე, თამარ ცოფურაშვილი, ავთანდილ ოქროსცვარიძე, ნინო მხეიძე/ელისაბედ ალფაიძე, თამაზ გაბისონია, მზაღო დოხტურიშვილი და რომანული ფილოლოგიის მაგისტრატურის კურსდამთავრებული მარიამ ღლონტი.

მსურველებს შეუძლიათ პრეზენტაციას დაესწრონ ონლაინ:

ID de réunion: 820 9991 3205

Code secret: 458902

Details

Date:
სექტემბერი 20, 2024
Time:
15:00 - 16:00
Event Categories:
,