5 აგვისტოს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროექტის „InTech4MED – ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ ფარგლებში გაიმართება ტრენინგი „მედიცინა და ინოვაცია“.
მისი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა ინტერაქტიული საგანამანათლებლო-პრაქტიკული ღონისძებების განხორციელების გზით.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/BIIB3
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 5 აგვისტო, 10:00-16:00 სთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1