30 მარტს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის. მემორანდუმის მიზანია სტუდენტებში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.

[wpai_display_imported_files_here]