
4, 5, 8 და 10 აპრილს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭაჭავაძის N32) გაიმართება ლიტვური კინოს დღეები, რომელსაც ლიტველი რეჟისორი და სცენარისტი – გიედრე ბიენორიუტე წარუძღვება. მისი საქართველოში ჩამობრძანება და კულტურული პროგრამის განხორციელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ლიტვის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამა:
4.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“
თანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაცია
1.„ბაბუა და ბებია“ (ანიმაცია, 30 წუთი, 2007 წელი);
2. აივანი“ (მხატვრული, 48 წუთი, 2008 წელი);
ორივე ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ბეინორიუტე
5.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“
1.„როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ (დოკუმენტური, 69 წუთი, 2011 წელი, ლიტვურ-ფრანგული პროდუქცია), სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიედრე ჟიქიტი;
2.„მაგიის სფერო“ (დოკუმენტური, 62 წუთი, 2011 წელი), რეჟისორი და ოპერატორი – მინდაუგას სარვილა;
8.04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“
სამი ერთში – მოკლლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა:
1. „მიზეზი“ (29 წუთი, 2011 წელი), სცენარის ავტორი და რეჟისორი – ანდრიუს ბლაზევჩიუსი;
2. „დროებით“ (28 წუთი, 2011 წელი) – რეჟისორი – ჟურატე სამულიონიტე, სცენარის ავტორი – მაია ქავთარაძე;
3. „თაფლობის თვის ბოლო დღე“ (30 წუთი, 2011 წელი), სცენარის ავტორი და რეჟისორი – როკას ელტერმანასი;
10:04.2013 – 18:00 საათი / „ლიგამუსი“
1.„გამაქრობელი ტალღები“ (სამეცნიერო მხატვრული რომანი), სცენარის ავტორი და რეჟისორი – კრისტინა ბუოზიტე და ბრუნო სამპერი.
დასწრება თავისუფალია,
[wpai_display_imported_files_here]