
30 იანვარს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში ზუმის პლატფორმაზე გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ.
მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:
გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.
გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 30 იანვარს, 20:00 საათზე, ფეისბუქლაივში.
დაინტერესებულ აბიტურიენტებს, მშობლებს, მასწავლებლებს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე – https://cutt.ly/pjMX0ZX
დრო: 30 იანვარი, 20:00 საათი
ადგილი: Zoom-ი (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]