Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის

იანვარი 23, 2021 / 22:25

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა იანვარსა და თებერვაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს დისტანციურ ფორმატში გთავაზობთ 8-კვირიან საორიენტაციო პროგრამას.

თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

  • დაესწროთ ტექნოლოგიის სკოლის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს –გაიცნოთ მომავალი ლექტორები და პროფესორები, საუნივერსიტეტო რესურსები და ლაბორატორიები, სწავლების მეთოდოლოგია, პროგრამების სტრუქტურა და პრაქტიკული კომპონენტები;
  • შეხვდეთ პროგრამების პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს; გაეცნოთ დასაქმების შესაძლებლობებს;
  • მიიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
  •  მიიღოთ ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიების, გრანტებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ;
  •  პროგრამების შესახებ დაუსვათ შეკითხვები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

საორიენტაციო პროგრამის განრიგი

დასახელება  დღე   დრო
 Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები 23 იანვარი 14:00
ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის შესახებ 30 იანვარი 20:00
კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის დასაქმების პერსპექტივები 6თებერვალი 21:00
ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის: შეხვედრა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის დამსაქმებელთან 6თებერვალი 14:00
 სასწავლო ლაბორატორიები და სტუდენტური სივრცეები 6 მარტი 14:00
 პრაქტიკული კომპონენტი პროგრამებში 20 მარტი 14:00
 ტექნოლოგიების სკოლის წარმატებული სტუდენტები 27 მარტი 14:00
 სტუდენტური ცხოვრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 აპრილი 14:00
 შემაჯამებელი შეხვედრა 10 აპრილი 14:00

 

საორიენტაციო პროგრამის შეხვედრებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: http://bit.ly/3qktdWO

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

საორიენტაციო პროგრამის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე:https://bit.ly/3nzoFdA

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 23, 2021
Time:
22:25
Event Category:
Event Tags: