7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“.
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი – „რატომ არის მნიშვნელოვანი: რა საკვებს ვიღებ?“. კონკურსის მიზანია სურსათის უვნებლობის და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში კვლევის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. სტუდენტმა უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არა უგვიანეს 25 მაისამდე გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge
კონკურსის ეტაპები:
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ივნისი, 12 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1
დასწრება თავისუფალია.
2024 წელი