კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship Program (Fall 2025) პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის, ელექტრონული ინჟინერიისა და ფიზიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას.
კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას 20 იანვარს, G106 აუდიტორიაში, 11:30 საათზე სტიპენდიის პირობების შესახებ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი.
დრო: 20 იანავრი, 11:30 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)