
29 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ (ჭავჭავაძის N 32) გაიმართება “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში – საუკეთესო ესსე” კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება. კონკურსი აკადემიური საქმიანობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების წახალისებას. კონკურსი მომავალშიც, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გაიმართება.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები წაიკითხავენ თავიანთ ნაშრომებს:
1. ფასუაშვილი მარიამი – „თავისუფლებიდან ვალდებულებამდე“, „ეთიკა“ როგორც ოქროს შუალედი, ჰობსის იდეოლოგიაში;
2. მათე თევზაძე – ’’პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?’’ იმანუელ კანტის მიხედვით;
3. მაია გესლაიძე – “პოლიტიკა და ზნეობა (ნიკოლო მაკიაველი) ”
4. გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ კუპრაშვილი, თეკლე ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი – “უმწიფარობიდან გამოსვლა, როგორც საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი გზა”
5. თამარ ბობოხიძე – “ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები”
კონკურსში გამარჯვებულთა ნაშრომები გამოქვეყნდება „ილიაუნის მედია პორტალში“ და ბლოგზე „ბურუსი“. აგრეთვე გადაეცემათ წიგნები: მიშელ ფუკოს “რა არის განმანათლებლობა?” და გიგი თევზაძის „სოციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ“.
[wpai_display_imported_files_here]