16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S501 აუდიტორია) იტალიური ენის XXIV მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა იტალიის ელჩთან საქართველოში მასიმილიანო დ`ანტუონოსთან.
პროფესორი ნოდარ ლადარია წაიკითხავს ლექციას: „იტალიური წიგნი – ბიოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა“.
სიტყვით გამოვლენ პედაგოგები: მანანა სიფრაშვილი, ნანა ლომია, ნინო ჩიკვილაძე, თინა ცაგარეიშვილი.
სამუშაო ენა: იტალიური
დრო: 16 ოქტომბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორია, იტალიური კულტურის ცენტრი, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2024