Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა FPV დრონების შესახებ

ნოემბერი 4, 2024 / 14:00 - 15:00

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციასთან ერთად ილიაუნის G106 აუდიტორიაში გიწვევთ შეხვედრაზე „FPV დრონები – ტექნოლოგია და მისი გამოყენება“.

მომხსენებელი, უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელი დავით ნაკაშიძე განიხილავს უპილოტო საფრენი აპარატების –  დრონების

  • აგებულებას: ძირითად კომპონენტებს, ფუნქციონირების პრინციპებს, ტექნოლოგიურ მახასიათებლებს;
  • ნაირსახეობებს: უნიკალურ მახასიათებლებს, სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების დრონებს;
  • გამოყენებას: თანამედროვე ინდუსტრიებში დრონების როლს.

დრო: 4 ნოემბერი, 14:00  საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

შეხვედრაზე დამსწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია:https://forms.gle/d4zUFmPhdbscMozY7

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge

Details

Date:
ნოემბერი 4, 2024
Time:
14:00 - 15:00
Event Category: