Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველ ქალ ხელმძღვანელთან, ჯილ მარი ჰრუბთან

ივნისი 23, 2023 / 16:30

23 ივნისს, 16:30 საათზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ჯილ მარი ჰრუბი, აშშ-ის ბირთვული შეირაღების ლაბორატორიის პირველი ქალი ხელმძღვანელი, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში.

შეხვედრაზე ჯილ ჰრუბი, პროფესიით მექანიკური ინჟინერი, სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერასა და საქმიანობაზე.

შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 18:00 საათი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/A4YcK2cReaicj1pn7

მომხსენებლის შესახებ

ჯილ მარი ჰრუბი პროფესიით მექანიკური ინჟინერია. 2021 წლის 26 ივლისიდან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, უკავია თანამდებობა, რომელსაც სენატი ამტკიცებს.

2015-2017 წლებში იყო სანდრიას ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი და ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ბირთვული შეიარაღების ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი ქალი.

ეს დაწესებულება, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის/ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული ლაბორატორია, უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების დარგში განსაზღვრული სხვადასხვა ამოცანის შესრულებას, მათ შორის ბირთვული შეიარაღების, კიბერსივრცის, ენერგეტიკის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ბიოლოგიური საფრთხისგან თავდაცვისა და კოსმოსის კვლევის მიმართულებით.

დრო: 23 ივნისი, 16:30 საათი

ადგილმდებარეობა: T406, კიბერლაბორატორია უნილაბი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ვაკის პარკის გადმოსწვრივ)

სამუშაო ენა: ინგლისური

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 2023 წლის 22 ივნისი, 18:00 საათი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/A4YcK2cReaicj1pn7

2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 23, 2023
Time:
16:30
Event Category:
Event Tags: