Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“

ოქტომბერი 31, 2024 / 10:00 - 18:00

31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ გურამ კარტოზიას დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება“.

კონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი.

კონფერენციის თემები:

  • ქართველური ენების ფონოლოგია, მორფოსინტაქსი და სემანტიკა;
  • ქართველური ენები და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება;
  • ქართველური ენების სოციოლინგვისტური ასპექტები;
  • ქართველური ენების დიალექტოლოგია და ვარიაცია;
  • ქართველური ენების ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია;
  • ქართველური ენების კონტაქტ-ლინგვისტიკა და ენობრივი ცვლილებები;
  • საფრთხეში მყოფი ქართველური ენების დოკუმენტირება და აღწერა;
  • ენობრივი დოკუმენტირების ეთიკური კომპონენტი;
  • საფრთხეში მყოფი ენების ენობრივი დოკუმენტირებისა და დამუშავების ციფრული ხელსაწყოები და რესურსები.

პროგრამა და აბსტრაქტები იხ. ბმულზე: https://kld.iliauni.edu.ge/programme.html

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი, 10:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ოქტომბერი 31, 2024
Time:
10:00 - 18:00
Event Categories:
,