ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი, ოკუპაცია, არბიტრაჟი და ა.შ.
პირველი ლექცია, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს, ეხება მოქალაქეობის არქონის ფენომენს და მას წაიკითხავს ქალბატონი სალომე ქუსიკაშვილი (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგნელობა საქართველოში; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში).
ლექცია ჩატარდება 2 დეკემბერს, 18:00 ილიაუნის A405 აუდიტორიაში.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა არის შეზღუდული. შესაბამიად, იჩქარეთ, დარეგისტრირდით, რათა არ გამოტოვოთ ეს ძალიან საინტერესო ლექცია! აქვე გაცნობებთ, რომ ლექციაზე დამსწრეებმა უნდა წარმოადგინონ მწვანე პასპორტი.
ლექციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის ბმული:
[wpai_display_imported_files_here]