Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა კონფერენცია

მაისი 31, 2012 / 16:54

9 ივნისს, 12:00-ზე, A101 აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი ეტაპი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება იმ სტუდენტთა ნაშრომები, რომლებმაც გაიარეს კონფერენციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა შესაბამის დარგში მომუშავე ექსპერტების მიერ ნაშრომების შეფასებას. ფინალურ ეტაპზე დაშვებულ იქნა ნაშრომები, რომლებმაც გადალახეს 41-ქულიანი ზღვარი (60 ქულიდან).

კონფერენციის ფინალურ ეტაპზე მოხდება ნაშრომებზე მუშაობისას მიღებული შედეგების გაცნობა და გაიმართება სამეცნიერო კითხვა-პასუხი.

სტუდენტები შეფასდებიან 40 ქულის ფარგლებში. მიღებული შეფასება დაჯამდება კონფერენციის პირველ ეტაპზე მიღებულ შეფასებასთან და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჯამური ქულის მიხედვით.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 31, 2012
Time:
16:54
Event Category:
Event Tags: