
ხუთშაბათს, პირველ მაისს, 16:00-დან 17:30 საათამდე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – ”დისკრიმინაციის დაუშვებლობა”.
სიტყვით გამოვლენ ევროსაბჭოსა და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის ექსპერტი, გიორგი გიორგაძე, და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი – თამთა მიქელაძე.
დასასრულს მოეწყობა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შეეცდებიან თანამედროვე პრობლემატიკის გაანალიზებას.
[wpai_display_imported_files_here]