27 ივნისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან Erasmus-სა და სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.
მომხსენებლები:
თამარ თათეშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი.
ანა ქათამაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი
დასასრულ მომხსენებლები უპასუხებენ შეკითხვებს.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ანკეტა ბმულზე: https://forms.gle/zL4gXuhTQhzFz9t26
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 27 ივნისი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.