Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო სემინარი ”კვალიფიკაციების ჩარჩო”

მაისი 28, 2010 / 15:08

28  მაისს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მისამართი: ი.ჭავჭავაძის #32)  გაიმართება საინფორმაციო სემინარი ”კვალიფიკაციების ჩარჩო”.

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა კვალიფიკაციების ჩარჩოს დოკუმენტის შექმნაზე. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი ქეთევან გურჩიანი ისაუბრებს კვალიფიკაციის ჩარჩოს მნიშვნელობასა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებაზე აღნიშნულ პროექტში.

”კვალიფიკაციების ჩარჩო” უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღწერას სწავლის შედეგების საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტის შექმნის მიზანია ქვეყანაში არსებულ კვალიფიკაციებს შორის ურთიერთკავშირის აღწერა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 28, 2010
Time:
15:08
Event Category:
Event Tags: