
13 დეკემბერს 15.00 საათზე, წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართება ამერიკელი ეკოლოგის და გარემოსდცვითი პოლიტიკის ექსპერტის, შერი ლ. უილსონის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. მისი მოხსენების და შემდგომი დისკუსიის თემა იქნება ”გარემოს დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სკოლებისათვის: სტუდენტების სწავლების დონის ამაღლება, მდგრადობის ხელშეწყობა”. შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. დასწრება თავისუფალია, გათვალიწინებულია თანმიმდევრული თარგმანი.
[wpai_display_imported_files_here]