
2013 წლის 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სახელოვნებო მეცნიერება, პრაქტიკა, მენეჯმენტი“. კონფერენციას აწყობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მხარდამჭერები არიან: ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშპორისო ფონდ „კავკასია“ და ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტის ლიგა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაეცნოთ განაცხადის ფორმას და შევსებული ვერსია გამოგვიგზავნოთ.
[wpai_display_imported_files_here]