
2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია.
შესავალი
2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა და სხვა პარტნიორების მიერ ქიმიის სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალის თითქმის 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად.
კონფერენციის მიზანია ავტორები უზრუნველყოს ისეთი სივრცით, რომელშიც მათ შეეძლებათ წარდგნენ სამეცნიერო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, როგორებიცაა: პოსტერის პრეზენტაცია, მთლიანი ნაშრომის, ასევე გაფართოებული ამონარიდის გამოქვეყნება და წინასწარ ჩაწერილი პოსტერის პრეზენტაცია (დაახლოებით 5 წუთამდე).
კონფერენციის სტრუქტურა ისეა შედგენილი, რომ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავტორის ნაშრომს, და არა მის ფინანსურ ინვესტიციას. შედეგად, რაც უფრო დიდია ავტორის ჩართულობა კონფერენციაში, მით ნაკლებია მისი ფინანსური ვალდებულება (მეტის სანახავად იხილეთ გადასახადებისა და ფასდაკლებების სექცია).
კონფერენციის ვებგვერდი განახლების პროცესშია. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ველით თქვენს გამოხმაურებას.
სამეცნიერო პროგრამა
კონფერენცია დაიწყება პარასკევს, 18 მარტს, 10:00 საათზე, გახსნის ცერემონიით და პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ, 14:00-ზე, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე კონფერენციებითა და მოწვეული ლექტორებით. ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე ორი პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ, 14:00 საათზე, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე მოწვეული ლექტორების მონაწილეობითა და ზეპირი პოსტერების პრეზენტაციებით (ლექტორები დადასტურების პროცესში არიან).
კონფერენციის დახურვა იგეგმება შაბათს, 19 მარტს, 16:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით და იმ ნაშრომების არჩევით, რომლებიც ღია წვდომის ჟურნალში უფასოდ გამოქვეყნდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდ 19 პანდემიის გამო კონფერენციის ვებგვერდი მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესების პროცესშია.
ვებგვერდი: https://bit.ly/3weO0j4
გაფართოებული რეფერატისა და პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 18-19 მარტი
სრული ხელნაწერის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 მარტი
მთავარი თემები
*= ის შემთხვევები, როცა კვლევა ეხება ქიმიურ მიდგომას
**ეს ორი სპეციალური სექცია გამოქვეყნდება სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და ადამიანური მეცნიერებების ჟურნალში
შედეგები და დაჯილდოება
[wpai_display_imported_files_here]