Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში – ახალგაზრდა მკვლევართა კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში”

ივნისი 17, 2024 / 17:00 - 18:00

17 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული მკვლევრები შუალედური შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

ღონისძიების მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო.  TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია.


მომხსენებლები:

თინათინ მაგრაქველიძე

„რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და დაბეგვრის საკითხები 1953-1964 წლებში“

ელის ბაქრაძე

„რელიგია და რწმენის თავისუფლება სამცხე-ჯავახეთის სომეხ თემში (პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში)“

რატი ტყემალაძე, დაჩი ხონელიძე

„რელიგია და ეროვნულობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ პარტიებში 1892-1917 წლებში“


სამუშაო ენა: ქართული

დრო: 17 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.