7 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას.
კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტები.
დრო: 7 ივლისი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2025