
28 მაისს,17:00 საათზე, ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, H 104 აუდიტორია) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის მკვლევარი, დოქტორი თამარ მახარობლიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: ”ქართული ჟესტური ენის გრამატიკა და ქართული დაქტილური ანბანი”. მოხსენებაში საუბარი იქნება ზოგადად ჟესტურ ენებზე, ქართული ჟესტური ენისა და პირველი ქართული დაქტილური ანბანის შესახებ. წარმოდგენილი იქნება ახალი თეორიული და ემპირიული მასალა.
[wpai_display_imported_files_here]