
16 ივნისს, 15.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს ახალი პროგრამის – ”ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” განხორციელებას. პროგრამის მიზანია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.
ამ მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წელს არაქართულენოვან სკოლებში გაგზავნის ბაკალავრის ხარისხის მქონე სასკოლო საგნების სპეციალისტებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სთავაზობს:
დაინტერესებულ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
[wpai_display_imported_files_here]