11 აპრილს, 18.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი №32) გაიმართება პროფესორ მანფრედ ნოვაკის ლექცია თემაზე: ”წამება 21-ე საუკუნეში-გაეროს სპეციალური მომხსენებლის გამოცდილება წამებასთან დაკავშირებით”.
ვიენას უნივერსიტეტის პროფესორი და ლოდვინგ ბოლთსმანის ინსტიტუტის დირექტორი მანფრედ ნოვაკი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია. მისი აკადემიური კარიერა მოიცავს 400-მდე პუბლიკაციას. იგი 1994-1997 წწ. იყო გაეროს ექსპერტი ყოფილ იუგოსლავიაში, 1996-2003 წწ კი – ადამიანის უფლებების პალატის მოსამართლე ბოსნიაში.
ამჟამად გაეროს სპეციალური მომხსენებელია წამების საკითხებზე.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.
[wpai_display_imported_files_here]