
5-6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“.
მომხსენებელი განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის, შენონის, არხს, ისაუბრებს ამ ინფორმაციის გადამამუშავებელ მანქანებზე, ასევე სიცოცხლის პირველი მანქანის, რიბოსომის, შექმნის პროცესზე.
პროფესორი ბესიკ კანკია პირველ ლექციაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის საფუძველი“ განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობას და მეორეზე „RNA და G4 სამყაროების პირდაპირი შედარება“ სიცოცხლის წარმოშობის კონკრეტულ სცენარს.
ლექციები საინტერესო იქნება როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებისთვისაც.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 5 ნოემბერი, 13:00 საათი, 6 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025