Loading Events

« All Events

  • This event has passed.

“პოსტ / კლასიკა” წიგნების ახალი სერიის გამოშვება

დეკემბერი 6, 2012 / 17:16

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის კვლევის ინსტიტუტმა დაიწყო წიგნების ახალი სერიის გამოშვება. სერიის სახელწოდებაა “პოსტ / კლასიკა” და მის ფარგლებში ითარგმნება და გამოიცემა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე მოკლე ტექსტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თეორიული აზროვნების განვითარებაზე. სერიის პირველ წიგნს წარმოადგენს იმანუელ კანტისა და მიშელ ფუკოს ტექსტების თარგმანი, რომლებიც ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვას: “რა არის განმანათლებლობა?” ამ ტექსტების მნიშვნელობა განმარტებულია გიგი თევზაძის წერილში, რომელიც წიგნის შესავალს წარმოადგენს.

პრეზენტაცია ჩატარდება პარასკევს, 7 დეკემბერს, 17.00 საათზე, წიგნის მაღაზია  “ლიგამუსში”.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 6, 2012
Time:
17:16
Event Category:
Event Tags: