Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფილმის „The Response” ჩვენება

სექტემბერი 29, 2011 / 18:03

5 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (101 – ე აუდიტორია, ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ფილმის „The Response” ჩვენება.  ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების სამართლის სკოლებში, ადვოკატთა ასოციაციებში და ა.შ.

ფილმის ირგვლივ გამართულ დისკუსიებს წარუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის კოლეჯის დეკანი დონალდ გუტერი. ფილმში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და შეხედულებებს დონალდ გუტერი გაუზიარებს ქართულ აუდიტორიას. ფილმის ჩვენება ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის (JILEP) ფარგლებში. მას დაესწრებიან სამართლის და უსაფრთხოების ექსპერტებიც.

ფილმის ხანგრძლივობაა 30 წუთი. ფილმის სცენარის მიხედვით, სამმა სამხედრო ოფიცერმა უნდა გადაწყვიტოს წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და დაკავებული მებრძოლის (სავარაუდო მტრის) ბედი. ინფორმაცია ფილმზე იხილეთ ბმულზე: www.theresponsemovie.com

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 29, 2011
Time:
18:03
Event Category:
Event Tags: