Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პარაზიტოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია

ოქტომბერი 19, 2011 / 17:23

20 ოქტომბერს, 10.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (გიორგი წერეთლის ქ.#5), გაიმართება საქართველოს პარაზიტოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია პარაზიტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბორის ყურაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.

კონფერენციის მუშაობაში ჩართული არიან ექიმი, ბიოლოგი, ვეტერინარი და ფიტოპარაზიტოლოგები.

კონფერენციას დაესწრება პროფესორი სანტიაგო მასკომა (Prof. Dr. Dr. Honoris Causa SANTIAGO MAS-COMA) – ევროპის პარაზიტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, მსოფლიო პარაზიტოლოგთა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მაგატეს მრჩეველი, ტროპიკული პარაზიტული დაავადებების საერთაშორისო სამაგისტრო კურსის დირექტორი.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 19, 2011
Time:
17:23
Event Category:
Event Tags: