Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ონლაინშეხვედრა მწერალ კლოე კორმანთან

მარტი 19, 2024 / 19:00 - 20:00

19 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ონლაინშეხვედრა გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის 2023 წლის ლაურეატთან, მწერალ კლოე კორმანთან. მწერალს პრემია გადაეცა რომანისთვის  ”Les Presque Sœurs ” („თითქმის დები“).

კლოე კორმანს საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ პრიზს გადასცემს.

მწერალი ონლაინ ჩაერთვება საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან, სადაც უმასპინძლებენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი და ფრანგული რენესანსის საერთაშორისო პრეზიდენტი, პარიზის ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის საპატიო პრეზიდენტი დენი ფადა.

„ლიგამუსში“ შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამი ნორა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორი ნანა ლალიაშვილი, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები, მედიათეკის მკითხველები და  უფროსკლასელები.

სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული

დრო: 19 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

Details

Date:
მარტი 19, 2024
Time:
19:00 - 20:00
Event Category: